HRIH

 

Yoga Sutras Georgian language

პატანჯალის იოგასუტრა

თავი პირველი

იოგა და მისი მიზანი

სუტრა 01 - ისმინეთ ესე დარიგებანი იოგას მიმდევარნო!
სუტრა 02 - ზოგადად იოგა ჩვენს გონებაში წარმოქმნილი "აზრთა ტალღების" მართვის საშვალებაა
სუტრა 03 - შემდგომ ადამიანი თავისი ჭეშმარიტი ბუნების ერთგული ხდება
სუტრა 04 - სხვა შემთხვევაში, სანამ ინდივიდი არ გამხდარა იოგი, ის იგივეა, რაც მის გონებაში - "აზრთა ტალღები"
სუტრა 05 - "აზრთა ტალღების" სულ ხუთი სახე არსებობს, მათგან ზოგი მტკივნეულია, ზოგიც უმტკივნეულო.
სუტრა 06 - ჩვენს გონებაში ხუთნაირი "აზრის ტალღა"წარმოიშობა: ჭეშმარიტი ცოდნის, მცდარი ცოდნის, სიტყვიერი ზემოქმედების, ასევე ჩვენს გონებაში ძილისა და დამახსოვრების უნარის შედეგად წარმოქმნილი აზრთა ტალღები.
სუტრა 07 - უშუალო აღქმით, წმინდა წიგნებით დასაბუთებული და მათი წაკითხვის შედეგად გამოტანილი დასკვნით შეძენილი ცოდნა ჭეშმარიტი ცოდნაა.
სუტრა 08 - მცდარი და ყალბი ცოდნა, საგნის ჭეშმარიტ ბუნებას არასოდეს ემყარება.
სუტრა 09 - ნათქვამს შეცდომაში შევყავართ მაშინ, როცა სიტყვები სინამდვილეს არ გამოხატავს.
სუტრა 10 - ძილი აზრების ტალღაა არაფრის შესახებ.
სუტრა 11 - მეხსიერება არის ის, როცა საგნები კი არ გვავიწყდება, არამედ როცა თითოეული მათგანი კვლავ უბრუნდება ჩვენს ცნობიერებას.
სუტრა 12 - ჩვენი "აზრების ტალღები" იმართება იოგური წვრთნისა და მიწიერ ცხოვრებაზე ჩვენი მიუჯაჭველობის საშვალებით
სუტრა 13 - წვრთნა ძალისზმევის გამეორებაა, რათა დავემორჩილოთ იმ წესებს, რომელთა წყალობითაც განუწყვეტლივ იმართება გონებაში გაჩენილი "აზრთა ტალღები"
სუტრა 14 - წვრთნა კი ხანგრძლივი, განუწყვეტელი სრულყოფითა და მისადმი წრფელი ერთგულებით მყარდება.
სუტრა 15 - მიწიერ ცხოვრებაზე მიუჯაჭველობა თვითსრულქმნაა, ანუ განთავისუფლებაა ყოველგვარი სურვილებისაგან და იმისგანაც, რასაც ვხედავთ და ვისმენთ.
სუტრა 16 - თუ ჩავწვდით ატმანს და აღარ გვწყურია ბუნების არანაირი გამოვლინება, ესაა ყველაზე დიდი მიუჯაჭველობა მიწიერ ცხოვრებაზე.
სუტრა 17 - ყურადღების გარინდებამ ერთ საგანზე შესაძლებელია მხოლოდ "იოგის ოთხი საფეხურის" გავლით, რომელიც იოგმა უსათუოდ უნდა გაიაროს, ესენია: საგანზე დაკვირვება,მისი როგორც ერთადერთის გამორჩევა, სიმშვიდით ნეტარება მანამ, ვიდრე საკუთარ ანუ ინდივიდუალურ მეს არ გავაცნობიერებთ.
სუტრა 18 - სულ სხვა სახისაა ყურადღების მოკრება, როდესაც ყოველგვარი ობიექტი გამქრალია და ქვეცნობიერი შთაბეჭდილებები დამწვარი ხორბლის მარცვალს ჰგავს. ეს კი მიწიერ ცხოვრებაზე მიუჯაჭველობაში გაწაფვის გზაზე "აზრთა ტალღების" შემოწმებით ხდება.
სუტრა 19 - თუ ამგვარ ყურადღების მოკრებას მიწიერ ცხოვრებაზე თან არ ახლავს მიუჯაჭველობა და სულიერი მოწაფე რჩება უმეცარი, მაშინ ის არაინკარნირებულ მდგომარეობაში დარჩება ან ბუნების ძალთა ზეგავლენის ქვეშ მოექცევა.
სუტრა 20 - სულიერების ჭეშმარიტი მაძიებელი ყურადღების გარინდებას გამორჩეულ საგანზე აღწევს ღრმა რწმენით, ძალისხმევით და უნარით კვლავ და კვლავ ჩაუღრმავდეს მას და გასხივოსნდეს.
სუტრა 21 - იოგაში წარმატებას მხოლოდ ის აღწევს სწრაფად, ვინც ყველაზე ენერგიულია.

You have access to this content Visit official website.

You have access to this content Download from YSP Archive.

http://hrih.net/yoga-sutras-georgian.aspx